ჩვენ ჯერ კიდევ ვინარჩუნებთ შემთხვევებს როცა ვიცით ვისგან მოხდა ინფიცირება. 49-ე პაციენტი ფრანგია. ის ქვეყანაში არ შემოუშვეს. აეროპორტში იყო. დახმარების გარეშე ვერ დარჩებოდა. გადავიყვანეთ კარანტინში. ეს ახალგაზრდა, მექსიკური წარმოშობის ფრანგი საქართველოში მკურნალობს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო დირექტორმა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, საქართველოში დაბრუნდა უამრავი თანამოქალაქე და კორონავირუსი მატება ხდება მათ ფონზე, „ამან გაზარდა ქვეყანაში შიდა გადაცემის რისკი. როცა არის შემოდინება, სისტემა კარგად მუშაობს, მაგრამ თვალის მიდევნება რთულდება“, - აღნიშნა იმნაძემ.