115 მომხრე, 2 წინააღმდეგი: პარლამენტმა საგანგებო სხდომაზე საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.
მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ,,საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ ბრძანება და ,,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ დეკრეტი წარუდგინა.