ამირან გამყრელიძე: საგანგებო სიტუაცია დაეხმარება ქვეყანას, რომ თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ეპიდემია

ამირან გამყრელიძე: საგანგებო სიტუაცია დაეხმარება ქვეყანას, რომ თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ეპიდემია

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოულოდნელი არ იყო, რადგან მნიშვნელოვანია, შესრულდეს ყველა რეკომენდაცია, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში დღემდე მოქმედებდა.

მისივე განმარტებით, ამის შესახებ მსჯელობები პერიოდულად იყო.

როგორც მან ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, საგანგებო მდგომარეობა ქვეყანას დაეხმარება იმაში, რომ ყველა რეკომედაცია მოკლე დროში აღსრულდეს.

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ყველა უწყება ისედაც საგანგებო რეჟიმში მუშაობდა ახლა კი მას ლეგალური საფუძველი ეძლევა, რაც მეტ ეფექტს მისცემს ეპიდსიტუაციაზე რეაგირების თვალსაზრისით; რომ თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ეპიდემია ქვეყანაში.