ანალიტიკოსი გია აბაშიძე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„შიდა გადაადგილება არ იზღუდება. მხოლოდ 10 და მეტი ადამიანის შეკრებაა აკრძალული. არც კომენდანტის საათი და არც მედიაზე ცენზურა. ტვირთების საზღვარზე მოძრაობა თავისუფალია. ფასებზე სამთავრობო კონტროლის მექანიზმიც ამოქმედდება. ასე რომ, ნუ ჩაპანიკდებით! „ლაითი“საგანგებოა და დროული. მშვიდობა, ჯანმრთელობა და განვითარება!“, - წერს ანალიტიკოსი.