მამუკა მდინარაძე: ტოტალური აკრძალვები არ იქნება

მამუკა მდინარაძე: ტოტალური აკრძალვები არ იქნება

მამუკა მდინარაძემ საგანგებო მდგომარეობის დროს მოქმედი შეზღუდვების შესახებ ისაუბრა. როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვები ტოტალური არ იქნება.

„რატომღაც როდესაც გვეკითხებიან ახლობლები, ნაცნობები, ამომრჩევლები, ადამიანები, წარმოდგენა არის, რომ საგანგებო მდგომარეობა აუცილებლად ასოცირდება სამხედრო ძალებთან, კომენდანტის საათთან. ეს ასე არ არის. საგანგებო მდგომარეობის სხვადასხვა ფორმას კონკრეტულ შემთხვევებში განსაზღვრავს დეკრეტი, განსაზღვრავს შესაბამისად მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში საქართველოს მთავრობა. ამ შემთხვევაში არ არის ტოტალურ აკრძალვაზე, ტოტალურ კარანტინზე, ტოტალურ შეზღუდვაზე გადაადგილების საუბარი. აქ საუბარი უფლებამოსილების მინიჭებაზე მთავრობისთვის, რომ საკარანტინო პირობები დაადგინოს. აქ საუბარია ამ საკარანტინო პირობების და ამ საგანგებო რეჟიმის დარღვევაზე და შესაბამის სანქციებზე. არ იქნება შეზღუდვა გადაადგილების თავისუფლება, რომ ერთ ადამიანს არ შეეძლოს დანიშნულების ადგილზე მისვლა. თუმცა გარკვეული ამ მიმართულებით იქნება. არ იქნება, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, არ იქნება ტოტალური აკრძალვები“, - განაცხადა მდინარაძემ.