ირაკლი კობახიძე: ამ ეტაპზე ჯარის საგანგებო მდგომარეობაში ჩართვის აუცილებლობა არ არის

ირაკლი კობახიძე: ამ ეტაპზე ჯარის საგანგებო მდგომარეობაში ჩართვის აუცილებლობა არ არის

ამ ეტაპზე ჯარის საგანგებო მდგომარეობაში ჩართვის აუცილებლობა არ არის - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„ცალკე მიიღება გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის მიერ ეპიდემიის დროს თავდაცვის ძალების გამოყენებაზე და რადგან ამაზე მას ბრიფინგზე არ უსაუბრია, ქედან გამომდინარე ჯერჯერობით ამის აუცილებლობა არ არის. თუმცა, თუ ამის აუცილებლობა იქნება, ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი ცალკე მიიღებს გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით და გამოიცემა შესაბამისი დოკუმენტი პრემიერ-მინისტრის ბრძანება თავდაცვის ძალების გამოყენების თაობაზე. ჯარის გამოყენებაზე პარლამენტის თანხმობა საჭიროა არ არის. ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა კობახიძემ.