ვლადიმერ ბიჟაძე: მართალია იზღუდება კონსტიტუციით გარანტირებული გარკვეული უფლებები, მაგრამ ეს აუცილებელია უმთავრესი უფლების - სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად

ვლადიმერ ბიჟაძე: მართალია იზღუდება კონსტიტუციით გარანტირებული გარკვეული უფლებები, მაგრამ ეს აუცილებელია უმთავრესი უფლების - სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად

„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ დირექტორმა ვლადიმერ ბოჟაძემ სოციალურ ქსელში წერს:

"საქართველოს ხელისუფლებამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო აუცილებელი გადაწყვეტილება და გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა 1 თვით, 21 აპრილამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით. მართალია იზღუდება კონსტიტუციით გარანტირებული გარკვეული უფლებები, მაგრამ ეს აუცილებელია უმთავრესი უფლების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად. სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთონ ჩვენი მოქალაქეებს მხარდასაჭერად. ყველაფერი კარგად იქნება, ერთად ყველაფერს შევძლებთ!"

#დარჩისახლში