მეუფე ნიკოლოზის დევიზი: „არ გადასდო და არ გადაგედება“

მეუფე ნიკოლოზის დევიზი: „არ გადასდო და არ გადაგედება“

საპატრიარქოში სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, ტაძრებში ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული."ჩვენ გვეშინია იმისი კი არა, რომ არ გადაგვედოს, ჩვენ გვეშინია იმის, რომ არ გადავდოთ" - განაცხადა სასულიერო პირმა და მრევლს მოუწოდა, რომ არ გადასდონ ინფექცია სხვას და არ გადაედებათ მათ.

"მინდა, მოვუწოდო მრევლს და ყველა ადამიანს. მე შემოგთავაზებთ ასეთ დევიზს: არ გადასდო და არ გადაგედება. ანუ ჩვენ გვეშინია იმისი კი არა, რომ არ გადაგვედოს, ჩვენ გვეშინია იმის, რომ არ გადავდოთ. მეც შეიძლება ახლა ამ წუთას დაინფიცირებული ვიყო, ვერავინ ვერ იტყვის" - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.