გოგი ლორთქიფანიძე:

გოგი ლორთქიფანიძე: " რის საფუძველზე იკეტება და რამდენად კანონიერია ამ შემთხვევაში მთავრობის ზეპირი განცხადება?"

ფეისბუქ-მომხმარებელი გოგი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:

„იხურება დიდი სამშენებლო სუპერმარკეტი ან ბაზრობა ან სხვა მსგავსი დაწესებულება ან თუნდაც სხვა ტიპის მაღაზიები და ობიექტები, წყდება საქონლის მიწოდება და ზოგი კომპანია უკან ითხოვს ავანსად ჩარიცხული ფულის დაბრუნებს და ა.შ.

კი ბატონო იკეტება, მაგრამ რის საფუძველზე იკეტება და რამდენად კანონიერია ამ შემთხვევაში მთავრობის ზეპირი განცხადება?

არის სადმე გაწერილი ან მიღებულია განკარგულება მსგავსი ობიექტების დახურვის ან ბიზნეს ვალდებულებების პირობების გადახედვის შესახებ?

დაიკეტა ობიექტი და ეგრევე იქმნება პრობლემათა ჯაჭვი:

ობიექტის დაცვა - კომუნალური - იჯარის ხელშეკრულება - კომპანიები რომელთაც უნდა მიეღოთ საქონელი ამ ობიექტიდან და შესულიყვნენ ტენდერში - ბანკი - სახელმწიფო დაკვეთა - ობიექტი. იგივეა მომსახურების ბიზნესშიც.

როგორ რეგულირდება ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი?

არის მთავრობის წერილობითი განკარულება ამის შესახებ ?

ყველა ხელშეკრულებაში არის ტერმინი "ფორს-მაჟორი", მაგრამ ამ ტერმინს აქვს განმარტება და ჩამონათვალი.

ასე რომ თუ მხოლოდ ზეპირად იქნება გამოცხადებული ქვეყანაში "ფორს მაჟორი" ეს არ იქნება საფუძველი ბიზნეს ხელშეკრულებების მოქმედების შეჩერების.

ჩემი აზრით იმიტომ არ ცხადდება საგანგებო მდგომარეობა, რომ ხელისუფლებას არ უნდა ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობის აღება და ისე, ზეპირი განცხადების საფუძველზე კეტავს ობიექტებს, რაც მერე მიზეზი ხდება შემდგომი ბიზნეს ჯაჭვის წყვეტის.

თუ ვცდები ამიხსენით ვინმემ?

დე ფაქტო რომ არ ვცდები ეგ ნაღდად ვიცი.

აი იურიდიულად რამდენდ სწორია ჩემი მსჯელობა ეგ არ ვიცი და თუ დამაკვალიანებთ დიდი მადლობა".