კახა კალაძე: თუ საჭიროება იქნება, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც გაჩერდება

კახა კალაძე: თუ საჭიროება იქნება, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც გაჩერდება

ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს სრული ინფორმაცია და ვაკვირდებით მდგომარეობას, პულსზე გვიდევს ხელი, თუ ამის საჭიროება იქნება და გადაწყვეტილებას მივიღებთ, რა თქმა უნდა, საზოგადებრივი ტრანსპორტიც გაჩერდება - ამის შესახებ თბილისის ბრიფინგის შემდეგ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„გუშინ გაჟღერდა თუ რა უნდა დაიხუროს და რომელ მაღაზიებს ეძლევათ მუშაობის შესაძლებობა. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, დღეს ეს გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის"-განაცხადა კახა კალაძემ.

17 მარტს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 18 მარტიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსები აიკრძალება. მისივე თქმით, ქვეყანა კორონავირუსის შეჩერებიდან გავრცელების ეტაპზე გადადის.