"ბოსტონ სელტიკსის" უკანახაზელ მარკუს სმარტს კორონა ვირუსი დაუდგინდა, აღნიშნულ ინფორმაციას თავად კალათბურთელი ავრცელებს.
"სიმპტომები არ მაქვს, თავს კარგად ვგრძნობ"- განაცხადა სმარტმა.
სმარტმა ტესტი გაიკეთა და ვირუსი ხუთი დღის წინ დაუდასტურდა. ნბა-ში მარკუსი მეხუთე კალათბურთელი გახდა, რომელსაც ვირუსი დაემართა. პირველი რუდი გობერი გახლდათ, მეორე დონოვან მიტჩელი და მესამე კრის ვუდსი იყო და მეოთხე კევინ დურანტი.