მთელს მსოფლიოში და განსაკურებით კი ევროპაში და აზიაში კორონავირუსის მძლავრობა ვისაც საერთოდ არ ადარდებს, ანდა ცდილობს მისი არსებიბაც კი დაივიწყოს - ეს დიდებული პარაგვაელი მოდელი, მსახიობი, პარაგვაის ნაკრების თილისმა და უბრალოდ კარგი ოჯახიშვილი ქალბატონი ლარისა რიკელმეა.
მუდამჟამს პოპულარობისაკენ მსწრაფველ ლარისას საქმე ჯერ კიდევ ამ ორიოდე კვირის წინ გამოუჩნდა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ პარაგვაელმა სამართლადამცველებმა დიადი რონალდინიო დააკავეს და ბედის ირონიით ბრაზილიელი მსოფლიოს ჩემპიონი პარაგვაის ციხეში ახლა ფეხბურთს გოჭებზე და ინდაურებზე თამაშობს.
ლარისა რიკელმემ დაკაბრისტის ცოლივით დიდად გამოიდო თავი. ადგა და ციხეში რონალდინიოს გვარიანი მოსაკითხი, ციხის ენაზე კი “პერედაჩი“ შეუგზავნა. არაა ცნობილი რა საჭმელები მიართვა გადარეულმა მოდელმა რონალდინიოს, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ შორის საცივი, მეგრული ხარჩო, კუჭმაჭი და ნიგვზიანი ბადრიჯანი არ იქნებოდა...