იტალიური „მილანი“ მიმდინარე მოვლენებს ინსტაგრამში გამოეხმაურა და თანამემამულეები, შესაძლოა უფრო მეტად მილანისტები გამხნევა.
„როსონერიმ“ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც წარწერა ამშვენებს: „ყველაფერი კარგად იქნება. სტამბოლის შემდეგ ათენია“.
შეგახსენებთ, „მილანმა“ 2005 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბოლში „ლივერპულთან“ დრამატულ ბრძოლაში წააგო, ხოლო ორი წლის შემდეგ იმავე „ლივერპულთან“ რევანში ათენში აიღო.