ჩემპიონთა ლიგის მატჩები მიმდინარე სეზონში შესაძლოა შაბათ-კვირას, ხოლო შიდა ჩემპიონატის თამაშები შუა კვირაში გაიმართოს. ამის შესახებ უეფას ვებგვერდი იტყობინება, თუმცა გადაწყვეტილება საბოლოო არაა.
„კალენდარში არსებული შეზღუდული დროის გამო არაა გამორიცხული ევროთასების მატჩები უიქ-ენდებზე, ხოლო შიდა ჩემპიონატების შეხვედრები შუა კვირაში გაიმართოს“, - ნათქვამია უეფას განცხადებაში.
ცხადია, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არაა და ამ საკითხზე შესაბამისი ჯგუფები იმუშავებე, რომლებიც უეფამ დღეს ჩამოაყალიბა.