ტოჩინოშინი მე-15 მაეგაშირა ჩიომარუსთან დამარცხდა

ტოჩინოშინი მე-15 მაეგაშირა ჩიომარუსთან დამარცხდა

იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოს მეთორმეტე დღე ლევან გორგაძისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ტოჩინოშინი დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ჩიომარუსთან დამარცხდა, რომელმაც ქართველი სუმოისტი ცუკიოტოშის ილეთით დოჰიოდან გადააგდო.

აღსანიშნავია, რომ ჩიომარუმ წინა შეხვედრები გამოტოვა, რადგან კოროვირუსზე ანალიზები აიღო და მისმა სინჯმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.

მიმდინარე ბაშოს დადებითი ბალანსის დასრულებისთვის გორგაძეს დარჩენილი სამი შეხვედრიდან სამივეს მოგება სჭირდება. ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე კოტოშოგიკუ იქნება, რომელთანაც აქამდე გამართული 34 ორთაბრძოლიდან მხოლოდ 10 მოიგო და 24 შემთხვევაში დამარცხდა.