ირაკლი ჩიქოვანი: პრემიერ-მინისტრმა გასცა დავალება, რომ 7 ძირითად პროდუქტზე ფასები შენარჩუნდეს

ირაკლი ჩიქოვანი: პრემიერ-მინისტრმა გასცა დავალება, რომ 7 ძირითად პროდუქტზე ფასები შენარჩუნდეს

„პრემიერ-მინისტრის მხრიდან იქნა გაცემული დავალება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყოს ბიზნესთან კონსულტაციები, რათა 7 ძირითად პროდუქტზე იყოს შენარჩუნებული ფასები და ფასების მერყეობა არ იყოს ასახული მოქალაქეებზე“, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკური გუნდის შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ჩიქოვანის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ საკითხზე ბიზნესთან კონსულტაციებს დაიწყებს. „დაიწყება მუშაობა ისეთ მექანიზმზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ნაკლებად ცვალებადი ფასები იყოს ამ პროდუქტებთან მიმართებაში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.