დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა მოლაპარაკებები დაიწყეს.
ტრამპის გვერდით სხედან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ხოლო პუტინის გვერდით - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და თანაშემწე იური უშაკოვი.
პუტინმა და ტრამპმა თავი შეიკავეს შესავალი სიტყვებისგან ვიწრო წრეში მოლაპარაკებების დაწყებამდე.