პუტინი: რუსეთი დაინტერესებულია, რომ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებას ჰქონდეს გრძელვადიანი ხასიათი

პუტინი: რუსეთი დაინტერესებულია, რომ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებას ჰქონდეს გრძელვადიანი ხასიათი

რუსეთი დაინტერესებულია, რომ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებას ჰქონდეს გრძელვადიანი ხასიათი, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა.

ჩვენი ქვეყანა გულწრფელად არის დაინტერესებული იმით, რომ ამას დასრულება მოჰყვეს. მაგრამ ამასთან, ჩვენ გვწამს, რომ იმისათვის, რომ დარეგულირება იყოს მდგრადი და გრძელვადიანი, აუცილებელია კრიზისის ყველა მიზეზის აღმოფხვრა, რაზეც არაერთხელ გვქონია საუბარი,“ - აღნიშნა მან დონალდ ტრამპთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს.

საერთო ჯამში, ჩვენ პრეზიდენტ ტრამპთან ჩამოგვიყალიბდა ძალიან კარგი საქმიანი და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა. და მაქვს ყველა საფუძველი ვიფიქრო, რომ, თუ ამ გზით გავაგრძელებთ სვლას, ჩვენ შევძლებთ მივიდეთ - და რაც უფრო მალე, მით უკეთესი - უკრაინაში კონფლიქტის დასრულებამდე“, - დასძინა მან.