Fox News: ტრამპმა პუტინთან გამართულ სამიტს უმაღლესი შეფასება მისცა

Fox News: ტრამპმა პუტინთან გამართულ სამიტს უმაღლესი შეფასება მისცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუს კოლეგასთან, ვლადიმირ პუტინთან გამართულ სამიტს უმაღლესი შეფასება მისცა.

Fox News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ შეხვედრა წარმატებულად ჩატარდა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, წამყვანმა შონ ჰენიტიმ ტრამპს ჰკითხა, როგორ შეაფასებდა შეხვედრას რუსეთის ლიდერთან. საპასუხოდ პრეზიდენტმა აღნიშნა:

ერთიდან ათამდე შკალით, დღევანდელ დღეს ათიანს დავუწერდი“.