NBC News: ტრამპის აშკარად თბილი მისალმება პუტინისადმი მკვეთრად განსხვავდება თეთრ სახლში ტრამპისა და ზელენსკის შორის თებერვლის ბოლოს მომხდარი დაპირისპირებისგან

NBC News: ტრამპის აშკარად თბილი მისალმება პუტინისადმი მკვეთრად განსხვავდება თეთრ სახლში ტრამპისა და ზელენსკის შორის თებერვლის ბოლოს მომხდარი დაპირისპირებისგან

ამერიკულმა ტელეარხმა NBC News-მა შეადარა და აღნიშნა მნიშვნელოვანი განსხვავებები იმაში, თუ როგორ მიიღო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის ქვეყანაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პარასკევს და ვოლოდიმირ ზელენსკი თებერვალში.

ტელეარხის განცხადებით, პუტინის თბილი“ მიღება მკვეთრად განსხვავდებოდა იმ კონფლიქტისგან, რომელიც ზამთარში მოხდა ზელენსკისთან თეთრ სახლში, როცა ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა გააკრიტიკეს ზელენსკი იმის გამო, რომ მან სათანადო მადლიერება არ გამოიჩინა.

ტრამპის აშკარად თბილი მისალმება პუტინისადმი მკვეთრად განსხვავდება თეთრ სახლში ტრამპისა და ზელენსკის შორის თებერვლის ბოლოს მომხდარი დაპირისპირებისგან. ოვალურ კაბინეტში ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი საყვედურობდნენ ზელენსკის, რადგან უკრაინის პრეზიდენტმა არ გამოხატა საკმარისი მადლიერება აშშ-ის სამხედრო დახმარების გამო“, - წერს NBC News-ი.

პუტინმა და ტრამპმა მოლაპარაკებები ალასკაზე ვიწრო ფორმატში დაიწყეს. შეხვედრა მიმდინარეობს ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე, ანკორიჯში.