ირაკლი ჩიქოვანი: ქვეყანაში სურსათის საკმარისზე მეტი მარაგია

ირაკლი ჩიქოვანი: ქვეყანაში სურსათის საკმარისზე მეტი მარაგია

„ქვეყანაში სურსათის საკმარისი მარაგი არსებობს, რომელიც პერმანენტულად ივსება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ჩიქოვანის განცხადებით, გართულებულმა ამინდმა და გზებზე არსებულმა სიტუაციამ გარკვეული შეფერხებები შეიძლება გამოიწვიოს საზღვარზე, მაგრამ ეს არაა არსებითი პრობლემა. „ეს პრობლემა ერთ-ორ დღეში იქნება ამოწურული და შეფერხებებს არ ველოდებით. ჩვენ გვაქვს პერმანენტული კომუნიკაცია გაყიდვების სექტორში მოქმედ ბიზნესთან. მათთან ერთად კორდინაციით ვახდენთ მთლიანი პროცესის მართვას და დიდ გამოწვევებს არ ველოდებით “, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა დაავალა სოფლის მეურნეობის მინისტრს, დაიწყოს ბიზნესთან კოორდინაცია, რათა 7 ძირითად პროდუქტზე ფასები შენარჩუნდეს და ფასების მერყეობა არ აისახოს მოქალაქეებზე.