ლა ლიგაში კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება. ამჯერად, „ესპანიოლმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის ფეხბურთელებსა და ტექნიკურ პერსონალს შორის, კორონავირუსით 6 ადამიანი დაინფიცირდა.
კატალონური გუნდი მათ ვინაობას არ ასახელებს და წერს, რომ ყველა მათგანს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ. ისინი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითეთებებით მოქმედებენ.
შეგახსენებთ, ესპანეთში „ვალენსია“ ყველაზე მეტად დაზარალდა, რადგან კლუბის წარმომადგენელთა 35% დაინფიცირებულია.