ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებას გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, შეფასება პოზიტიურია, მმართველი გუნდი კი ოპოზიციასთან მოლაპარაკებაზე ხელმოწერილი ორივე დოკუმენტის შესრულებას აპირებს.
„ჩვენ ზედმიწევნით ვასრულებთ და აუცილებლად ბოლომდე შევასრულებთ ორივე შეთანხმებას, რომელსაც მოვაწერეთ ხელი. ეს არის ჩვენი პოზიცია და, ბუნებრივია, გავუზიარეთ ჩვენ ეს პოზიცია ევროსაბჭოს მომხსენებლებსაც როდესაც იმყოფებოდნენ საქართველოში. ჩვენ ევროსაბჭოს მომხსენებლებს მივაწოდეთ ინფორმაცია ყველა პროცესთან დაკავშირებით, რომელიც წარიმართება საქართველოში. ამის შედეგია ის, რომ ეს ინფორმაცია არის სათანადოდ ასახული მომხსენებლების ანგარიშში და არის პოზიტიური შეფასება წარმოდგენილი მათი მხრიდან. მადლობა მათ დაინტერესებისა და დადებითი შეფასებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.