ლევან გორგაძემ ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. 32 წლის ქართველმა სუმოისტმა იაპონელი კაგაიაკი ჰენკათი დაამარცხა და ამ გამარჯვებით უმაღლეს დივიზიონში ადგილი ოფიციალურად შეინარჩუნა. თერთმეტი რაუნდის შემდეგ, ტოჩინოშინის ანგარიშზე 5 მოგება და 6 მარცხია.
დარჩენილი ოთხი ორთაბრძოლიდან სამში გამარჯვების შემთხვევაში გორგაძე ბაშოს დადებითი ბალანსით დაამთავრებს და რეიტინგს გაიუმჯობესებს. ხვალ ტოჩინოშინი დასავლეთის მე-15 მაეგაშირას, ჩიომარუს შეხვდება.