ბრაზილიისა და კოპა ლიბერტადორესის მოქმედი ჩემპიონის, „ფლამენგოს“ მთავარი მწვრთნელი ჟორჟე ჟესუსი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ბრაზილიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.
ჟესუსი საავადმყოფოში შესაბამის განყოფილებაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „ფლამენგოში“ საწვრთნელი პროცესი მინიმუმ ერთი კვირით შეწყდა.
აქვე გეტყვით, რომ ჟორჟე ჟესუსი 65 წლისაა და განსაკუთრებული რისკის მქონე ასაკის ადამიანთა შორის შედის.