ლევან გორგაძემ ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინმა შოჰოზანი ოშიდაშის ილეთით დაამარცხა და ამ სუმოისტის წინააღმდეგ კარიერის განმავლობაში გამართულ 23-ე შეხვედრაში მეთხუთმეტედ გაიმარჯვა.
2020 წლის სუმოს რიგით მეორე სუპერტურნირზე გორგაძის ანგარიშზე 4 მოგება და 6 მარცხია. ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირა კაგაიაკი იქნება, რომელთანაც აქამდე ჩატარებული ოთხი ორთაბრძოლიდან ოთხივე მოგებული აქვს.