ლონდონში გამართული ტურნირის პირველ შეხვედრაში, 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენმა სერბი მეტოქე დაამარცხა, რაც მიზნის მისაღწევად საკმარისი აღმოჩნდა.
სალიცენზიო ტურნირი 24 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კორონავირუსის გავრცელების დიდი რისკის გამო, შეჯიბრი ნაადრევად შეწყდა. საქართველო სალიცენზიო შეჯიბრში 6 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, სულ კი ტურნირზე 50 ქვეყნის 350 მოკრივე მონაწილეობდა.
იაპონიის პრემიერ-მინისტრის, სინძო აბეს განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის მიუხედავად 2020 წლის ოლიმპიური თამაშები დაგეგმილ ვადებში ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაიმართოს.