ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი "კვირის პალიტრასთან" საუბრისას აცხადებს, რომ პატიმრების წამების ამსახველი კადრების ნახვის შემდეგ ფსიქოლოგის დახმარება სჭირდება.
აბუ-გრეიბის ციხეც ვიცით, გუანტანამოც, მაგრამ ეს უფრო დიდი საშინელებაა, რაც აქ ხდება. ქართველი ქართველს ასე როგორ ექცევა?! რატომ აკეთებენ იმას, რასაც ცხოველი არ ჩაიდენს?! ამ საშინელებას სახელს ვერ დავარქმევ. ახლაც მიჭირს გააზრება, რომ ეს საზიზღრობა ნამდვილად ჩვენს ქვეყანაში ხდება. რომ გაიძახიან, ასეთი რამ თუ ხდებოდა, არ ვიცოდითო, კაცო, ჩემს ანსამბლში რომ "ჩაკრულო" არ იცოდნენ, პასუხი ხომ მე უნდა ვაგო?
ეს ჯალათები მიუშვეს ასეთ საქმეებზე უფროსებმა და ისინიც აკეთებდნენ. ალბათ, უარესიც შეუძლიათ! სახლებშიც შეუძლიათ შემოგვიცვივდნენ! ძალიან ცუდად ვარ! გაგიჟებული ვარ და ვერ ვლაპარაკობ. მე პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ ერთს კი ვიტყვი, - თამაზაშვილის მიერ ჯალათების მოსყიდვა და ადამიანის წამების დაკვეთა ბლეფად მიმაჩნია. ჭკუაზე აღარა ვარ კაცი, ფსიქოლოგის დახმარება მჭირდება.
როგორ ფიქრობთ, ქართველი ასე რამ გაასასტიკა?
- ბინძურმა კაცმა დააპირისპირა ქართველი ქართველს. მას სუფთა ადგილი არა აქვს, არც ტანზე, არც ტვინში, სულზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ჯერ ნახეთ, როგორი ქართულით ლაპარაკობდნენ ის ჯალათები! დედებმა როგორ გააჩინეს ან გაზარდეს ასეთებად?- ბინძურმა კაცმა დააპირისპირა ქართველი ქართველს. მას სუფთა ადგილი არა აქვს, არც ტანზე, არც ტვინში, სულზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ჯერ ნახეთ, როგორი ქართულით ლაპარაკობდნენ ის ჯალათები! დედებმა როგორ გააჩინეს ან გაზარდეს ასეთებად?