„თუ სააკაშვილი გადადგება, რიგგარეშე არჩევნები 45 დღეში ჩატარდება“

„თუ სააკაშვილი გადადგება, რიგგარეშე არჩევნები 45 დღეში ჩატარდება“

ვახტანგ ხმალაძე:

„მხოლოდ ორ შემთხვევაშია შესაძლო, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს, არა შემოდგომაზე, არამედ იანვარში.

პირველ რიგში, კონსტიტუციაში შევა ცვლილება და გარდამავალ დებულებაში ჩაიწერება, რომ მომდევნო არჩევნები ჩატარდება 2008 წლის იანვარში, ნაცვლად სექტემბერ - დეკემბრისა.

კონსტიტუციაში ცვლილების შესატანად საჭიროა პარლამენტში პრეზიდენტი საკანონმდებლო ინიციატივით შევიდეს.

ეს ინიციატივა უნდა გამოქვეყნდეს. ერთი თვის შემდეგ პარლამენტმა შეიძლება დაიწყოს მისი განხილვა. ცვლილებების მიღებას რამდენიმე დღე დასჭირდება, სესაბამისად, ეს დეკემბრის შუა რიცხვამდე ვერ მოხერხდება.

მაშინ არჩევნები როგორღა ჩატარდება 5 იანვარს? თარიღი არჩევნებამდე 45 დღით ადრე უნდა დაინიშნოს.

ამის გამო, თებერვლამდე ეს ვერ მოხერხდება. არის მეორე ვარიანტი - თუ პრეზიდენტი გადადგება, მაშინ 45 დღეში ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები.

საკონსტიტუციო ცვლილებამდე არჩევნების დანიშვნა კი კონსტიტუციის დარღვევა იქნება.“