პრესა.გე-ზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ვლადიმირ ბუკოვსკის სტატიას – “ფემინისტებო, ჰომოსექსუალებო, აგრესიულო ლიბერალებო, შეერთდით!” (სტატია იხილეთ ამ ბმულზე http://presa.ge/index.php?text=news&i=12255) – ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ციტატა სტატიიდან: “ერთხელ, როდესაც ჩემს ლაბორატორიაში მივდიოდი (ბუკოვსკი ნეიროფიზიოლოგია. რედ.) ორი გოგონა კიბეზე ჩამოდიოდა, ოდნავ შევყოვნდი იმისთვის, რომ მათთვის კარი ღიად დამეჭირა. გოგონებმა შემომხედეს და ზიზღით თქვეს: ”მამაკაცური შოვინისტი ღორი”. მე ვერაფერს მივხვდი და გაკვირვებული დავრჩი. როდესაც ეს ამბავი კოლეგებს მოვუყევი მათ გაიცინეს და მითხრეს. ისინი ბერკლის უნივერსიტეტიდან არიან, იქიდან მოდის ყველა მემარცხენე-რადიკალური მიმდინარეობა. ეს ახალი მოდა-ფემინიზმია. ეს ქალბატონები თვლიან, რომ, როდესაც ჩვენ მათ ისე ვექცევით, როგორც ქალებს, მათ ვამცირებთ”.
სტატიამ განსაკუთრებით ქართულ ინტერნეტფორუმებზე გამოიწვია დიდი დისკუსია. ქართულ ინტერნეტფორუმ www.forum.ge-ზე სპეციალური თემაც გაიხსნა, სადაც მრავალი საინტერესო მოსაზრება გამოითქვა სტატიასთან დაკავშირებით. ფორუმელების უმეტესობა იზიარებს გამოთქმულ შეხედულებებს. თუმცა, გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც ბუკოვსკი დემაგოგიაში დაადანაშაულეს. ჩვენ გთავაზობთ ფორუმზე გამოთქმული ყველაზე საინტერესო მოსაზრებებს.
Harton: “სტატია ძალიან მაგარია! სწორედ იმიტომ ეს თანასწორობის იდეა აქვთ ვიღაცეებს პოზად და ფეტიშად აღებული და რაღაც დოგმებვზე კამათიც კი არ შეიძლება. არადა, ერთიანი დამოკიდებულებაა მთავარი პრინციპი და არა უმცირესობების დაცვა და პოლიტკორექტულობის დიქტატი. დიდი ძალისხმევა უნდა ამის დანგრევას, მაგრამ აუცილებელია. არავის არ აქვს უფლება ამ ადამინის დისკრიმინაციისა. ამაზე არ უნდა ვიდავოთ და ყველა ვინც ფიქრობს, რომ კანის ფერი რამე პრივილეგიას ანიჭებს არის ქათამი.
მაგრამ, მახსოვს საფეხბურთო სამყაროში სკანდალი. მგონი რომელიღაც მწვრთნელმა (აღარ მახსოვს ზუსტად) შავკანიან ფეხბურთელს უწოდა პირუტყვი (უხეშობისა თუ შეფურთხებისთვის) ატყდა 1 კივილი, რასიზმი ეს როგორ შეიძლებაო. თეთრკანიანზე არაფერი მოხდებოდა სად გადის ზღვარი კონკრეტული ადამიანის გალანძღვასა და დისკრიმინაციას შორის?“
abreviatura: “ნამდვილად ძალიან საჭირბოროტო და აქტუალური წერილია. სულ მაინტერესებს რატომ არის მაგალითად კორექტული ტერმინი “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე” და აღარ არის “უნარშეზღუდული” რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შემოგვაჩეჩეს, როგორც კორექტული ტერმინი, შესანიშნავი ქართული სიტყვა “ხეიბარის” სანაცვლოდ, ახლა კი დაიწუნეს. ინგლისური “ინვალიდი” ანუ “გამოუსადეგარი” ნამდვილად შეურაცხმყოფელია ადამიანისთვის, მაგრამ პატიოსანმა ქართულმა ტერმინმა რა დააშავა, არაფრით მესმის”.
Karlsoni: “მშვენიერი სტატიაა! ათიანში აქვს გარტყმული! კარგად არის ყველეფერი დალაგებული და ახსნილი. გვარი მეცნობა და, რა წიგნები აქვს დაწერილი? ამბობენ, რომ საქართველოში რევოლუცია ჯამბაზებმა მოახდინეს და შეიძლება თუ არა ჯამბაზები მივიჩნიოთ სოციალურ უმცირესობად?”
Chegesto: “ბუკოვსკის დემაგოგიას საზღვარი არა აქვს.. ისევე იკარგება აზრებში მისი სტატიაც. ყოველთვის არსებობს სწორი საქმე, რომელსაც კაპიტალიზმი კომერცირებს და წარმოიშვება ასეთი მუტანტები… ასე რომ, ბუკოვსკის სიტყვების რახარუხი დახვეწილი პანიკის შთაბეჭდილებას სტოვებს. ფაქტია, გამუქებულია სტატია და ავტორიც მარაზმატიკი. რაც შეეხება ასეთ ფაქტებს, რომელიც მოყვანილია სტატიაში, ის არ დგას დღის წესრიგში ასეთი სიმძაფრით.
ხოლო რაც შეეხება იმას, რატომ წარმოიშვა ეს მუტანტი, ავხსენი უკვე. ეს კომერციალიზაციის ბრალია და არა მარქსის. თუ ვინმეს საღი გონებით უნდა განსჯა, ამ კუთხით დაინახავს ან უბრალოდ ბენდუქიძეს შეჰფიცებს კიდევ ერთხელ. ეს მათი არჩევანია”.
xorvela: “დასავლეთში დაწყებულია სრული გამოთაყვანების სტადია. ერთი ის არის, რომ ჯერ მთელი მსოფლიო ვერ დაიპყრეს ღიად და ეს აკავებთ, რომ მთლად გამოათაყვანონ თავისივე ხალხი. მაგალითად, ახლახან ერთმა კანადურმა კომპანიამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც ამოწმებს წერილის ტონს. რომ დაწერს კაცი წერილს, შეუძლია ჩართოს ეს პროგრამა და ის შეუმოწმებს, როგორ ტონით დაწერა წერილი. ამაზე მეტი გამოთაყვანება რა შეიძლება იყოს?“
chiwawa: “საუკუნეების განმავლობაში, საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი, ყოველთვის იმართებს ისტერიკას და ცდილობს დამტკიცებას, როგორ უკუღმა ვითარდება კაცობრიობა, როგორ უფასურდება ადამიანური ღირებულებები და როგორ დგება არმაგედონი. საზოგადოების ასევე ძალიან მცირე ნაწილი ეთანხმება ამ აზრს, დიდ ნაწილს არ აინტერესებს და ცხოვრება გრძელდება.
საზოგადოება მუდმივ ძიებაშია საკუთარი თავის დახვეწის. ეს ბუნებრივი პროცესია და სწორედ ეს განაპირობებს სხვადასხვა მიმდინარეობების შექმნას. ასევე ბუნებრივად ხვდება საზოგადოება, ან საერთოდ დაივიწყოს ესა თუ ის მიმდინარეობა, ან რაღაც ნაწილი დაიტოვოს და ძიება განაგრძოს. ამ ძიების შედეგად კაცობრიობა აშკარად დაიხვეწა. საზოგადოების ნაწილი თანამონაწილე ხდება ამ ძიების პროცესის, ნაწილს შიში იპყრობს, ნაწილი კი საერთოდ ვერ ეწევა და დროში რჩება. ამაშიც ახალი და არაბუნებრივი არაფერია.
სტატიას რაც შეეხება: ფემინისტური მოძრაობა დიდი ხანია ჩიხშია შესული და უკვე ყოველგვარი დატვირთვაც დაკარგა. ანუ, სათქმელი თქვა, გასაკეთებელი გაკეთდა და დანარჩენი უკვე თითიდან გამოწოვილია. ამიტომაც მივიდა აბსურდამდე და როგორც ყველაფერ აბსურდულს ამასაც დაივიწყებს ხვალ კაცობრიობა. ახლის ძებნას შეუდგება. სასაცილოა, რომ ბუკოვსკიმ დღეს აღმოაჩინა, უკვე დასავიწყებლად გამზადებული მიმდინარეობა”.
Codex: “მე მაგალითად სრულიად საპირისპირო მაგალითს მოვესწარი გერმანიაში, მიუნხენში. წაკამათდნენ რამდენიმე შავი/არაბი მუსულმანი და ადგილობრივი. ადგილობრივმა ასეთი რამ უთხრა (პირდპირი თარგმანი) “შეაფსი თუ გააფსი მუჰამედის უკანალშიო” - ხოდა ამ არაბმაც ჯიგიტმაც გაუქანა და ხია ლუდის კათხა თავში.
საბოლოოდ პოლიციამ ეს არაბი გაქაჩა და ხელბორკილებით გაიყვანა. თუ ადგილობრივი პასპორტი ჰქონდა 1-3 წლამდე აყურყუტებდნენ ციხეში და თუ ჯერ აყურყუტებდნენ და მერე დეპორტი. ადგილობრივი კი ჩვეულებრივად წავიდა სახლში”.
ჩოხა: “მათ კი, ვინც ვერ გაიგო ან არ უნდა რო გაიგოს, ვეცდები ძალიან მოკლედ ავუხსნა რა კავშირშია ეს დღევანდელ საქართველოსთან და დღევანდელ “ლიბერალიზმთან”.
ავიღოთ ძალიან მარტივი მაგალითი: დღეს ეკლესიასთან გავლისას პირჯვარის გადაწერა “ელიტის” თვალში უკვე სასაცილო მოვლენაა და ამას “ლიბერალნი” იმით ამართლებენ, რომ ადამიანი თვალთმაქცურად იწერს პირჯვარს. სამაგიეროდ დღეს თუ მავანი საკუთარი საჯდომის ექსპლუატაციას ეწევა, ის სექსუალური უმცირესობა და ელიტის დაცვის ობიექტია. მისი დაცინვა ცუდ ტონად ითვლება.
ცუდ ტონად ითვლება ასევე თუ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთან ურთიერთობა არ გსურს. ეს ერთი მარტივი მაგალითია, სტატიიდან “გადმოქართულებული” მაგალითი. არის თავად ეს ელიტა სექსუალური უმცირესობა? – არა რასაკვირველია, დიდი ნაწილი აბსოლუტურად ჯანსაღი სექსუალური ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ იმავე სექსუალური უმცირესობის ხარჯზე საკუთარი თავის თვითდამკვიდრებას ეწევიან, “ელიტაში” ეწერებიან საკუთარი თავი ხომ არ გეცნოთ რომელიმეს?”
nick_el_son: “ფემინიზმი, როგორც მოძრაობა, უკვე აღარაა აქტუალური, მაგრამ მისი შედეგები არსად არ გამქრალა... როდესაც ქალ კოლეგას ქათინაურს ვერ ეუბნები რადგანაც ის ამაზე გიჩივლებს როგორც სექსუალურ ძალადობაზე, ეს პრობლემაა... როდესაც ზანგზე ვერ იტყვი, რომ ის ზანგია (ნეგრი ანუ, ნეგროიდული რასის წარმომადგენელი) და მხოლოდ “შავი” ან აფროამერიკელი უნდა დაუძახო, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალს დაგდებენ რასიზმში, ეს პრობლემაა.
როდესაც იგივე ჰომოსექსუალზე ისე ვერ იხუმრებ როგორც ჰეტეროზე, იმიტომ რომ ბრალს დაგდებენ ჰომოფობობაში, ესეც პრობლემაა. როდესაც ნებისმიერი უმცირესობის წარმომადგენელი მოითხოვს განსაკუთრებულ უფლებებს, მხოლოდ იმიტომ რომ ისინი “უმცირესობა” არიან ეს არაა თანასწორი უფლებების გამოხატულება”.
kavkazski_lev: “დიდებული სტატიაა! სანამ დროა უნდა აილაგმოს ფედერასტ-ლიბერასტული მოძრაობები! ეს იდეოლოგია რუსეთზე უფრო საშიშია. რუსეთი ქე მაინც პირდაპირ გებრძვის, აი ეს ლიბერასტული მოძრაობა კიდევ შიგნიდან ხრწნის და დეგრადირებს საზოგადოებას. თუნდაც გაიხსენეთ ხორვატიისა და ბოსნიის მაგალითები. როცა ეს ქვეყნები ტერიტორიული მთლიანობისათვის იბრძოდნენ რუს-სერბებთან, ძირითადი დამრტყმელი ძალა იყო ხორვატიაში ნაციონალისტ-კათოლიკეები, ხოლო ბოსნიაში კი ისლამისტები, ლიბერასტები ამ დროს ევროპაში იყვნენ დათესილები და იჯდნენ გამათბობლიან უნიტაზებზე.
მაგრამ, როდესაც ამ ორმა სახელმწიფომ დაამარცხა რუსული სიბინძურე და დაიბრუნა მიწები, როცა ყველაფერი ჩაწყნარდა აი მაშინ გამოძვრნენ სოროებიდან ფედერასტ-ლიბერასტები, მოვიდნენ იქ ხელისუფლებაში, ხოლო საველე მეთაურების 90% ჰააგის ტრიბუნალს გადასცეს. დღეს ხორვატიისა და ბოსნიის გმირების უმეტესობა ან ჰააგაში ზის, ან პოლიტიკაში მოღვაწეობა აქვთ აკრძალული “ადამიანის უფლებების დარღვევის” გამო, აი ლიბერასტები კიდევ ზიან თბილად სავარძლებში”.
Johnnie Walker: “მართალია ბუკოვსკი, ჭკვიანი კაცია, მაგრამ ცოტას ამუქებს. ეს გენდერ-შმენდერ სისულელეები, ფემინიზმები, მეილ შოვინიზმები და “პოლიტკორექტულობა” მოდაა უბრალოდ, როგორც მოვიდა, ისე გადავა.
ეგეთი რამეები და მაგაზე უარესებისც დასავლეთში ადრეც ყოფილა, იმიტომ, რომ დასავლეთი ცოცხალი ორგანიზმია, ჭაობი არ არის, იქ ბაყაყები არ ყიყინებენ და ნორმალური ევოლუციის პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ ამასობაში რა გვაქვს სანაცვლოდ?”
ბუკოვსკის აღნიშნული სტატიის შესახებ, ინტერნეტფორუმების გარდა, საზოგადოების სხვა წრეებსა და ფენებშიც საუბრობენ. ჩვენ მომავალში შევეცდებით გავიგოთ ახალგაზრდების აზრი, რადგან ყველაზე საინტერესოა, ახალგაზრდები როგორ უყურებენ და აღიქვამენ მსგავს პრობლემებს.