მთელ იტალიაში კარანტინი გამოცხადაა - დაღუპულთა რიცხვი გამუდმებით იზრდება

მთელ იტალიაში კარანტინი გამოცხადაა - დაღუპულთა რიცხვი გამუდმებით იზრდება

დღეიდან იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი დაწესდება. ქვეყანა კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვის გაზრდის გამო საკარანტინო ზომებს ამკაცრებს. ხელისუფლების გადაწყვეტილებით მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი თავშეყრა იკრძალება.

პარალელურად, კორონავირუსით პირველი გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა კანადაში, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 5%-ით გაიზარდა.

საფრანგეთში კი ამ ვირუსით კულტურის მინისტრია დაინფიცირებული. პაციენტების გარდაცვალების ახალი ფაქტები დაფიქსირდა ირანში, საფრანგეთში, სანმარინოსა და ესპანეთშიც.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ვირუსის სწრაფი ტემპით ზრდას პანდემიის რეალურ საფრთხედ მიიჩნევს და ქვეყნებს პრევენციის მიზნით, მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს. ამ დროისთვის კორონავირუსი 115 ქვეყანაშია დაფიქსირებული.