დღეს საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა

დღეს საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღეს საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა.

მისი თქმით, 21 პაციენტის გამოსაკვლევი მასალა იყო გადაგზავნილი და ყველაზე უარყოფითი პასუხი მოვიდა.

სულ არის 14 ინფიცირებული, საჩხერეში კი 1, მისი მდგომარეობა სტაბილურად კარგია.

დღეს არ დაფიქსირებულა არცერთი ახალი შემთხვევა. რაც შეეხება ინფიცირებულთა მდგომარეობას, ისევ მძიმეა ერთის მდგომარეობა, მას ორმხრივი პნევმონია აქვს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 51.