კორონავირუსით ინფიცირებული მე-14 ადამიანის მეუღლე მიკა ძიძიგური სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და აცახდებს, რომ დაინფიცირების წყარო იტალიიდან ჩამოსული ადამიანები არიან.
ძიძიგურის თქმით, მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თავად კი შვილებთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფება. ძიძიგური საზოგადოებას მაქსიმალური პასუხისმგებლობის გამოჩენისა და ექიმემების მიერ რეკომენდირებული წესების დაცვისკენ მოუწოდებს.
"მეგობრებო! ჩემ მეუღლეს დაუდასტურდა კორორონა ვირუსი. დაინფიცირების წყარო იგივეა (იტალიიდან ჩამოსული ადამიანებისგან) ანუ სხვა ახალი წყაროდან არა. რაც ძალიან კარგია. ანუ არის 14-ე დაინფიცირებული. კარგად არის აქვს მხოლოდ დაბალი სიცხე. მე და ჩემი შვულები ვართ თვითიზოლაციაში გაგების დღიდან და არ წარმოვადგენ იფიცირების წყაროს,იმ შემთხვევაშიც თუ მეც აღმომაჩნდება ვირუსი. ამ სტატუსის დაწერის მიზეზი არის ის,რომ მინდა პასუხისმგებლობით მოვექცეთ ამ ვითარებას. მაქსიმალურად შევიკავოთ თავი საზოგადოებრივი თავშეყრისგან. დავიცვათ ყველა წესი რასაც გვთავაზობენ ექიმები.- ეს მე არ დამემართება გამორიცხეთ. დათო კარგადაა არ იდარდოთ. ბოდიშით თუ ზარს ვერ ვპასუხობ,გაუჩერებლად ვლაპარაკობ ტელეფონზე. მადლობა" - წერს ძიძიგური.