გურამ ნიკოლაშვილი:  ოპოზიცია ჯიუტად ცდილობს ე.წ. პოლიტპაიმრების  თემის და ტერმინის დამკვიდრებას

გურამ ნიკოლაშვილი:  ოპოზიცია ჯიუტად ცდილობს ე.წ. პოლიტპაიმრების  თემის და ტერმინის დამკვიდრებას

„ე.წ. პოლიტპატიმრების არსებობაზე არც შეთანხმებულ დოკუმენტში წერია რამე და არც საელჩოების განცხადებებში.  ამის მიუხედავად ოპოზიცია ჯიუტად ცდილობს  თემის და ტერმინის დამკვიდრებას" - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის" „დღის ქრონიკაში".

მისი თქმით, საარჩევნო პროცესზე მოლაპარაკების მიწურულს პოლიტიკურ სუბიექტებს შორის კონსესუსი შედგა.

„სათანადო საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებისა და შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შეცვლილი სისტემით ჩატარდება.  შეთანხმების ძირითადი ჩარჩო ცნობილია,  40%-იანი ბარიერი იმ პარტიისთვის, რომელიც შეძლებს ერთპარტიული უმრავლესობით დააკომპლექტოს მთავრობა, მაჟორიტართა თანაფარდობა პროპორციულ სიასთან 120 – 30-ზე,  პარლამენტში მოსახვედრად გადასალახი ბარიერი კი 1 %-ით განისაზღვრება. ვინაიდან შეთანხმება შედგა, აქტუალობა შეიძინა შემდეგი რიგის საკითხებმა, პირველ რიგში კი საარჩევნო ოლქების საზღვრებმა.  ოფიციალურად საქართველოში სამნახევარი მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული, რაც ნიშნავს რომ თუ თანაბრად განაწილდება, თითოეულ ოლქში დაახლოებით ასი ათასი ამომრჩეველი მაინც უნდა მოხვდეს.  კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საკამათოა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, არის ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრების თემა.  საქართველოში მათ არსებობას ცალსახად გამორიცხავს მმართველი გუნდი.  მეორეს მხრივ, წარდგენილი ბრალდება და სასჯელი დიდად არც ოპოზიციისთვისაა საკამათო იმ პირთა მიმართ, რომელთაც პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებენ. ცხადია, რომ მათ არსებობაზე არც შეთანხმებულ დოკუმენტში წერია რამე და არც საელჩოების განცხადებებში.  ამის მიუხედავად ოპოზიცია ჯიუტად ცდილობს თემის და ტერმინის დამკვიდრებას.  შედეგად წარმოდგენილია განსხვავებული ინტერპრეტაციები პოლიტიკურ სპიკერთა მხრიდან და განსხვავებული მოლოდინები" - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

Aburjga Tasmanieli მერე და ვინ უწყობს ხელს მაგ საქმეში ე.წ. ოპოზიციას, "ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები" ხომ არა??!! )))
5 წლის უკან
amo ჩემი აზრით ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს განაცხადი, რომელსაც ექნება როგორც საშინაო, ისე საგარეო დატვირთვა, შედეგად მოხსნება ყოველგვარი სპეკულაციები პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. განაცხადი უნდა იყოს შემდეგი შინაარსის მატარებელი: იმისათვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას ნორმალური წინასაარჩევნო გარემო და გამოირიცხოს ყოველგვარი დესტაბილიზაციის მცდელობა მთავრობა მიდის შეგნებულ დათმობაზე და ათავისუფლებს ე. წ. პოლიტპატიმრებს, რომლებიც სინამდვილეში წარმოადგენენ კრიმინალებს.
5 წლის უკან