დიმიტრი ხუნდაძე:  „მთავარია, რომ საარჩევნო სისტემა მაქსიმალურად უზრუნველყოფს ქვეყნის  სტაბილურ განვითარებას

დიმიტრი ხუნდაძე:  „მთავარია, რომ საარჩევნო სისტემა მაქსიმალურად უზრუნველყოფს ქვეყნის  სტაბილურ განვითარებას"  

„შეთანხმება სჯობს შეუთანხმებლობას, მაგრამ ერთიც და მეორეც უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის ინტერესებს. თუ ქვეყნის ინტერესები დგას საფრთხის ქვეშ, შესაძლოა შეუთანხმებლობასაც ჰქონდეს  გამართლება - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ტვ ,,იმედის" დღის ქრონიკაში".

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, მთავარია ის, რომ საარჩევნო სისტემა მაქსიმალურად უზრუნველყოფს  ქვეყნის  სტაბილურ განვითარებას

„ჩვენი პირველი და მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ქვეყნის სტაბილურ განვითარებას საფრთხე არ დამუქრებოდა და მეორე -  ამომრჩეველი პარლამენტში საკუთარ წარმომადგენლებს არ დაშორებოდა. ჩვენმა მაშინდელმა შეუთანხმებლობამ გარკვეულწილად ხმაური გამოიწვია, მაგრამ სჯობს მოკლევადიანი ხმაური და შემდეგ ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური განვითარება. ბევრ ამომრჩეველს პარლამენტში ეყოლება ნაკლები მაჟორიტარი  ანუ, მისი უშუალო წარმომადგენელი თუმცა, მთავარია ის, რომ საარჩევნო სისტემა მაქსიმალურად უზრუნველყოფს  ქვეყნის  სტაბილურ განვითარებას და არა  კრიზისში შესვლას, რისი მაგალითებიც ჩვენ გვაქვს მსოფლიოში", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

Aburjga Tasmanieli ეე... ბატონო დიმიტრი ამას რას კადრულობ?!
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მივმართავ დეპუტატებს ოქრიაშვილს, ხუნდაძეს, ქვარაიას, წილოსანს, მაკრახიძეს და ყველა მათგანს ვინც თავის დროზე ჩააგდეთ სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, მოიკრიბეთ ვაჟკაცობა, გამაგრდით და კვლავ არ დაუჭიროთ მხარი ამ კაპიტულიანტურ პოზიციას, რომელიც თავს მოგვახვიეს ჩვენმა სტრატეგიულმა მეგობრებმა"!!! ჩააგდეთ!! ეს უმსგავსო კანონი მიიღონ ქართული ოცნების სოროსის ფრთამ, ნაცებმა და ევრონაცებმა! ქართველი ხალხის გაბითურებაში თქვენ მაინც ნუ მიიღებთ მონაწილეობას!
5 წლის უკან