მამუკა მდინარაძე: 48 მილიონი ლარის გამფლანგველ ადამიანს პოლიტპატიმარი ვერ დაერქმევა

მამუკა მდინარაძე: 48 მილიონი ლარის გამფლანგველ ადამიანს პოლიტპატიმარი ვერ დაერქმევა

პოლიტიზირებული პროცესები საქართველოში შეწყვეტილია, ჩვენ შევუერთდით მემორანდუმს, სადაც ამაზე ხაზგასმა იყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„არც წარსულში, არც მომავალში საქართველოში არ იქნება, რომ პოლიტიკა მართლმსაჯულებაში ჩაერევა და ამის „დაჯერება“ ჩვენს ოპონენტებს უჭირთ, რადგან მათ ეს აწყობთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ 48 მილიონი ლარის გამფლანგველი ადამიანს პოლიტპატიმარი ვერ დაერქმევა.

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

პროკურატურა გიგი უგულავას მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლაგვას ედავებოდა. 2018 წელს საქალაქო სასამართლომ ყოფილ მერს აღნიშნულ საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და სასამართლომ სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.

 

Aburjga Tasmanieli შენ გაჩერდი, ვსიო! აღარ გაქვს რაიმე საკითხზე ლაპარაკის უფლება! დატოვე პარლამენტარის მანდატი და მოკიდე რაიმე საქმეს ხელი! გააპროტესტე მაინც ძალადობა, არნახული პოლიტიკური ზეწოლა, კონსტიტუციის შეურაცხყოფა, ქართველი ხალხის აბუჩად აგდება "ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების" მხრიდან! მაგრამ ამას როგორ იზამ, სოროსის ფონდის "ძუძუ გიწოვიათ" თქვენც, თალაკვაძესაც, კობახიძესაც??!! თუ სწორი იყო და სამართლიანი 120-30 ამდენი თვის განმავლობაში ეს იურისტი კაცი როგორ ამტკიცებდი ასეთი რამ კონსტიტუციას ეწიინააღმდეგება და საერთოდ აბსურდიაო?! ვაი სირცხვილო?! თუ შენც ნათელაშვილივით ამბობ, მაშინ იყო ისე, დღეს არის ასე ოოოოოო....?! )))
5 წლის უკან