გიგა ბოკერია: ახლა მნიშვნელოვანია, რომ შეთნხმება შესრულდეს

გიგა ბოკერია: ახლა მნიშვნელოვანია, რომ შეთნხმება შესრულდეს

საარჩევნო პროცესზე შეთანხმება პოზიტიური გადაწყვეტილებაა ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთნხმება შესრულდეს. „გვინდა, რომ ის შესრულდეს ქვეყნის ინტერესებიდან და არა რომელიმე პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ ეს არ არის ის მომენტი, როდესაც ვიღაცამ ვიღაცაზე გამარჯვება უნდა იზეიმოს, ეს კარგი გადაწყვეტილებაა საზოგადოებისთვის. ჩვენ გვინდა არჩევნებში გამარჯვება და მე დარწმუნებული ვარ ამ გამარჯვებაში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ოპოზიცია და ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა.

2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწაყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა.

გასული წლის დეკემბერსა და მიმდინარე წლის იანვარში ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით რამდენიმე შეხვედრა გამართეს და საარჩევნო სისტემის რამდენიმე მოდელი განიხილეს, თუმცა საბოლოო შეთანხმებას მხოლოდ ახლა მიაღწიეს.

საარჩევნო სისტემაზე მხარეების მიერ მიღწეული შეთანხმების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ბიუროზე 11 მარტს გაიტანენ.

Aburjga Tasmanieli მივმართავ დეპუტატებს ოქრიაშვილს, ხუნდაძეს, ქვარაიას, წილოსანს, მაკრახიძეს და ყველა მათგანს ვინც თავის დროზე ჩააგდეთ სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, მოიკრიბეთ ვაჟკაცობა, გამაგრდით და კვლავ არ დაუჭიროთ მხარი ამ კაპიტულიანტურ პოზიციას, რომელიც თავს მოგვახვიეს ჩვენმა სტრატეგიულმა მეგობრებმა"!!! ჩააგდეთ!! ეს უმსგავსო კანონი მიიღონ ქართული ოცნების სოროსის ფრთამ, ნაცებმა და ევრონაცებმა! ქართველი ხალხის გაბითურებაში თქვენ მაინც ნუ მიიღებთ მონაწილეობას!
5 წლის უკან