თამარ მახარობლიძე: ირაკლი შოთაძემ მიიღო მძიმე, მაგრამ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება

თამარ მახარობლიძე: ირაკლი შოთაძემ მიიღო მძიმე, მაგრამ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება

ირაკლი შოთაძემ მიიღო მძიმე, მაგრამ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება,- წერს სოციალურ ქსელში იურისტი თამარ მახარობლიძე.

იურისტი ამბობს, ირაკლი შოთაძემ კორუფციული გადაცდომა პირველ რიგში არ აპატია მისი სისტემის წევრს და  მან ეს გააკეთა საჯაროდ.

,,პროკურორის დაკავება პირადად გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით და ხელმოწერით ხდება. ირაკლი შოთაძემ მიიღო მძიმე, მაგრამ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. პირველ რიგში მან არ აპატია კორუფციული გადაცდომა მისი სისტემის წევრს და მეორე, მან ეს გააკეთა საჯაროდ. ეს არის მარტივი მესიჯი გენპროკურორის მხრიდან ყველა საჯარო მოხელის მიმართ - კორუფციასთან ბრძოლა იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო",- წერს თამარ მახარობლიძე