ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:
ტყეში ერთი მგელი ცხოვრობდა, რომელიც კურდღელს სექსუალურად ავიწროებდა, სადაც კი წაასწრებდა..
შეწუხდა კურდღელი და ლომთან გაასაჩივრა გენდერული ბულინგი..
ლომმა საკითხი განიხილა და მგელს კურდღლის სექსუალური შევიწროების ლიმიტი დაუწესა კვირაში ერთხელ.
კურდღელმა ამოისუნთქა, მაგრამ რად გინდა?
მგელი სადაც წაასწრებდა, კვლავ ავიწროებდა, მაგრამ მომავალი კვირების ანგარიშით.
იწერა, იწერა კურდღელმა რამდენი კვირის გადაჭარბება ჰქონდა მგელს, მერე კი, როცა მგელმა კიდევ ერთხელ შეავიწროვა, გამწარებულმა თქვა- როგორც მავიწროებდა, ისე მავიწროებს და ეს ბუღალტერია რატომღა წამოვიკიდეო.
ეს ანეგდოტი 120 /30 - ზე გამახსენდა თანაც, 1%-იანი ბარიერით
კი მაგრამ, თუ ამაზე აპირებდით დათანხმებას, ხომ გვქონდა პროპორციული სისტემა ბუნებრივი ბარიერით.
ხოლო თუ მაინც ასე შეგავიწროვებდათ მგელი, ეს ბუღალტერია რატომღა წამოიკიდეთ?
სტატუსში გამოყენებულია სახალხო დამცველისა და ნჯო სექტორის ახალი ქართული ენა.
ლომის ვინაობას კი მიხვდებით.
ისე,, მაინც გამარჯვებულები ვართ, რადგან მსგავსი სისტემა დედამიწაზე არ არსებობს.
იქნებ სწორედ აქედან დაიწყოს ივერიის გაბრწყინება.