"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამია ამბობს, რომ წლების განმავლობაში ვერ დაამარცხა ბიძინა ივანიშვილმა, სამაგიეროდ, დამარცხდა საკუთარ თავთან.
“მე ვარ ნიკა გვარამია, მე ამ დღეებში დავმარცხდი საკუთარ თავთან, საკუთარ ბრაზთან, სამართლიან ბრაზთან, მაგრამ რასთან? დაამარცხეთ საკუთარ თავში ბრაზი და პრაქტიკულად არაფერი არ გემუქრებათ, არც კორონავირუსი, რომლის წინააღმდეგ ბრძოლას გვასწავლის ერთი ჭაღარა და სანდომიანი კაცი, რომელსაც რაღაც გამოსდის, რაღაც არა, მაგრამ გვასწავლის, ცდილობს, იმედია გამოუვა.
ჩემი მოკითხვა ამირან გამყრელიძეს და ჯანმრთლობა მის შვილს, ნიკას.
ამ დღეებში მე დავმარცხდი საკუთარ ბრაზთან, ეს დამარცხება ერთ-ერთი ყველაზე ნიშანდობლივი იყო. კოროანვირუსმა მიმიყვანა აქამდე, ამ თემამ.
ამ წლების განმავლობაში ვერ დამამარცხა ბიძინა ივანიშვილმა და დამამარცხა საკუთარმა თავმა და ბრაზმა, და არა ისე, რომ ვერ ავმდგარიყავი, ამისთივის ზედმეტად ჭკვიანი აღმოვჩნდი. დაამარცხეთ საკუთარი ბრაზი და გაიმარჯვებთ” - განაცხადა გვარამიამ.