გია გაბრიჭიძე: ამ

გია გაბრიჭიძე: ამ "ოპოზიციურ გაერთიანებას" ცალი ფეხის ზემოთ დაიკიდებენ

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

1%-ით აღფრთოვანება საკმაოდ საინტერესო და სასაცილო ძვრებს გამოიწვევს "ქართულ პოლიტიკურ სპექტრში".

დავიწყებ "თვითონ-თვითონ" ტიპებიდან. ისინი დაიწყებენ სადღაც ბლოკში შეტენვას, იმიტომ რომ იმ ბლოკის გასვლის შემთხვევაში ბიუჯეტიდან რაღაც მაყუთი (სწორედაც რომ "მაყუთი" და არა დაფინანსება) მიიღონ, რაც ფაქტობრივად აბსურდია, თუნდაც იმიტომ რომ "დომინანტი პარტიების" მეორე დონის ტიპები (აი ისეთები გალუსტიკებით რომ დადიან და სახლში ამბობენ სამსახურში მივდივართო) არ დაუშვებენ რომელიმე მათგანის სიაში ჩაწერას (თავისას კარგავენ - ამდენი ხანი გელოდით, ახლა 1% გვაქვს და მეც მინდა დეპუტატობაო),

რაც შეეხება ნათელაშვილს და ბურჯანაძეს, მაგათაც ტყუილად აქვთ იმედი.

ლელო და გირჩი სწორედაც მაგათ ხმებზე ნადირობს. ამომრჩევლის იმედს - ნათელაშვილი სოციალურ პრობლემებს მოგვიგვარებსო, ხაზარაძის მაყუთი შეჭამს, ბურჯანაძეს ფაქტობრივად არავინ არ ჰყავს, ვინც რეგიონებს, ან თუნდაც თბილისს მიხედავს. ბურჯანაძე გირჩთანაც სუფთად წააგებს (ჰოი ქართული პოლიტიკის ჩახლართულო და გაუთვლელო საოცრებავ).

რაც შეეხებათ ნაცებს და ევრონაცებს, ისინი იჩალიჩებენ მიიღონ რაც შეიძლება მეტი ხმა, ამიტომ ამ "ოპოზიციურ გაერთიანებას" ცალი ფეხის ზემოთ დაიკიდებენ. ის უბედურები კი დაიწყებენ ხვეწნას, ბრიფინგებს და მსგავს სისულელეებს - ფული მოგვეცით და ჩვენს ხალხს დაგახმართო, რაც როგორც ვთქვი სისულელეა, რადგანაც ნაცებმა (ორივემ) კარგად იციან რა "ხალხიც" ჰყავთ.

მოკლედ რომ ვთქვა დღევანდელი მოცემულობით, რომელიც ერთის მხრივ ამომრჩეველში ვითომდა "ოპოზიციის გამარჯვებას" აჩვენებს, სრული ფარსია.

პოლიტიკურ ველზე რეალურად დარჩა ორი პოლიტიკური ძალა: ოცნება და პატრიოტთა ალიანსი.

ოცნებამ მიიღო დრო მიხედოს ეკონომიკურ, თუ სხვა პროექტებს, პატრიოტებბი კი ჩვეულ, მშვიდ სტილში გააგრძელებენ პოლიტიკურ სივრცეში მუშაობას და იმ არეულობის ფონზე, რაც იმ ე.წ. ოპოზიციონერებში განვითარდება, ელექტორატში კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას მოიპოვებენ.

ეგაა და ეგ