ფასილიტატორი დიპლომატები: ვაღიარებთ, რომ დღევანდელი შეთანხმება არის ერთ-ერთი საყრდენი წერტილი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე

ფასილიტატორი დიპლომატები: ვაღიარებთ, რომ დღევანდელი შეთანხმება არის ერთ-ერთი საყრდენი წერტილი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე

ვაღიარებთ, რომ დღევანდელი შეთანხმება არის ერთ-ერთი საყრდენი წერტილი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე, - ამის შესახებ ფასილიტატორი ელჩების განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც პოლიტიკურ დიალოგს ეხება.

ფასილიტატორები მოუწოდებენ ყველა მხარეს, დაიცვან შეთანხმება და უზრუნველყონ მისი წარმატებით მიღება პარლამენტში და შემდგომი განხორციელება საქართველოს ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

„ვულოცავთ პოლიტიკური დიალოგის მონაწილეებს დღევანდელ წარმატებულ შეთანხმებას, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციისა და ნორმალიზაციის მიღწევაში, წლის ბოლოს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესში.

დღევანდელი შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. შეთანხმებას თან ახლავს მხარეების ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღიარებულია, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უფრო ზოგადი მიზანია, იმის გათვალისწინებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული. ვაღიარებთ, რომ დღევანდელი შეთანხმება არის ერთ-ერთი საყრდენი წერტილი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვას ის და უზრუნველყოს მისი წარმატებით მიღება პარლამენტში და შემდგომი განხორციელება საქართველოს - ხალხისა და ქვეყნის - საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

thrgg@yahoo.com ხალხს არავინ ეკითხება, ისევ ის არაფრისმქნელი და ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე და მოქმედი ვითომ პოლიტიკოსები.
ურეიტინგო, ხალხისათვის საძულველი ვაიპარტიები და მათი ბოღმითა და ღვარძლით სავსე მატყუარა და ლაჩარი, არაკაცი და არაქართული მენტალიტეტის მატარებელი კანდიდატები. 98%-ით ანტიქართული მედია და ტელე სივრცე. აი ასე ვხვდებით ჩვენი დამოუკიდებლობის 30 წლის შემდეგ არჩევნებს. მოკლედ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ, მოეწონა ხალხის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს ცოცხები, გაუპატიურებები,მკვლელობები, ქონების წართმევები და ასე შემდეგ...
მოკლედ არ არის ჩვენი საშველი რა, არ ვიცი, ხსნაც არსაიდან სჩანს/ ჩვენ ხელისუფლებას ეტყობა მაგრად დაუქნიეს თითები ოკეანის გაღმიდან და ამათაც სხვა გზა აღარ აქვთ. ერთი უფლის იმედიღა დაგვრჩა, იქნებ რაიმე სასწაულით გადავრჩეთ იმ უბედურობებს რაც წინ გველოდება...
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli რაღას არ გაიგონებ კაცი, ფალისტატორი ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს?! ვიღაც იმისი არ იყოს ფრენბურთი გამიაგია, კალათბურთი გამიგია, ფეხბურთიც გამიგია, მაგრამ ეს მოტობურთი რაღაა?! ფალოსი გამიგია, ფალოიმიტატორიც გამიგონია, მაგრამ ეს ფალისტატორი რაღაა??!! თუ ავიღებთ ელექტრო ძრავას, მისი ძირითადი ნაწილებია სტსტორი და როტორი. სტატორი არის ის რომელიც კორპუსში არის უძრავად დამაგრებული, როტორი კი ბრუნავს! ამის მიხედვით თუ წავიყვანთ მსჯელობას ეს ფალოსის სტატორი ანუ რაღაც ვიაგრის მსგავსი უნდა იყოს???!!
5 წლის უკან