ეს არის დიდი სიკეთე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის , - ასე აფასებს ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას.
აღნიშნული განცხადება მან აშშ- ის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
"მას შემდეგ, რაც კითხვებს სვამდით მთელი ამ დროის განმავლობაში, ძალიან მსიამოვნებს აღვნიშნო, რომ წარმატებული შედეგი გვაქვს, მივაღწიეთ შეთანხმებას, ყველა მონაწილემ მიაღწია შეთანხმებას, რაც ასახულია ჩვენს განცხადებაში, რომელიც უკვე ჩვენს ვებ- საიტზე დევს. ეს არის შესაძლებლობა იმის, რომ ყველას მივულოცო ის, რომ შეთანხმება, კომპრომისი არის მიღწეული. ეს არის დიდი სიკეთე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, საქართველოსთვის, რომ მოხდა დეპოლარიზაცია ამ სიტუაციის მომავალი არჩევნების კონტექსტში,"- განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ურეიტინგო, ხალხისათვის საძულველი ვაიპარტიები და მათი ბოღმითა და ღვარძლით სავსე მატყუარა და ლაჩარი, არაკაცი და არაქართული მენტალიტეტის მატარებელი კანდიდატები. 98%-ით ანტიქართული მედია და ტელე სივრცე. აი ასე ვხვდებით ჩვენი დამოუკიდებლობის 30 წლის შემდეგ არჩევნებს. მოკლედ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ, მოეწონა ხალხის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს ცოცხები, გაუპატიურებები,მკვლელობები, ქონების წართმევები და ასე შემდეგ...
მოკლედ არ არის ჩვენი საშველი რა, არ ვიცი, ხსნაც არსაიდან სჩანს/ ჩვენ ხელისუფლებას ეტყობა მაგრად დაუქნიეს თითები ოკეანის გაღმიდან და ამათაც სხვა გზა აღარ აქვთ. ერთი უფლის იმედიღა დაგვრჩა, იქნებ რაიმე სასწაულით გადავრჩეთ იმ უბედურობებს რაც წინ გველოდება...