პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან, შეთანხმება არსებობს, რომ უნდა გამოვიდნენ და ის საქმეები, რომელიც წარმოებულია პოლიტიკური ზეწოლის მიზნით, უნდა შეწყდეს ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, მმართველ გუნდთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, საარჩევნო სისტემა პროპორციულთან მაქსიმალურად იქნება მიახლოებული.
„შეხვედრა საბოლოოა. შემდეგ არაფერი აღარ ჩატარდება. ყველაფერი შეთანხმებულია. რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ვიბრძოლეთ და მივიღეთ უპირველეს ყოვლისა ის, რომ პოლტპატიმრების საკითხი გადაწყდა, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად პრინციპული იყო. აგრეთვე, პოლიტიკა, ისევე როგორც დიპლომატია, აღმოჩნდა, რომ არის შესაძლებლობების ხელოვნება, ამიტომ შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად მიახლოებულია პროპორციულ არჩევნებთან. ხოლო მესამე, მნიშვნელოვანი, რაც შეეხება ოლქებს, ისინი შედგება ისე, როგორც ვენეციის კომისიამ და კონსტიტუციურმა სასამართლომ გასწია ამაზე რეკომენდაცია. პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან, ყველა პოლიტიკური დევნისთვის, შეთითხნილი საქმეები გაჩერდება. გვარები არ არის ჩაწერილი, მაგრამ შეთანხმება არსებობს, ამის გარანტი არ არის არავინ, ამის გარანტი არიან ჩვენი ფასილიტატორები. შეთანხმება არსებობს, რომ უნდა გამოვიდნენ და ის საქმეები, რომელიც წარმოებულია პოლიტიკური ზეწოლის მიზნით, უნდა შეწყდეს. ტერმინებზე ნუ ვიდავებთ, ამას შეგიძლიათ დაარქვათ პოლიტპატიმები, შეგიძლიათ დაარქვათ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეები, შეგიძლიათ დაარქვათ, რაც გნებავთ, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად. გვარები ჩამონათვალი ასჯერ მაქვს გაკეთებული, ყველაფერი იცით. ამის გარეშე შემდეგ ნაბიჯებს არ გადავდგამთ“,- განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მიღწეულია.
რაო, ასე შეთანხმდით ხელისუფლებასთან - პოლიტპატიმრებს გამოვუშვებთო?
ე.ი. "ოცნებამ" აღიარა, რომ 48 მილიონის ქურდობისთვის დაჭერილი კაცი პოლიტპატიმარია?!
იმედია, ეს კაგებშნიკ ვაშაძის ინტერპრეტაციაა მხოლოდ!..
მაგრამ ეს თუ მართალი გამოდგა, ყველა ჩემს ნაცნობს მოვუწოდებ, რომ ოპოზიციას მისცეს ხმა!
ურეიტინგო, ხალხისათვის საძულველი ვაიპარტიები და მათი ბოღმითა და ღვარძლით სავსე მატყუარა და ლაჩარი, არაკაცი და არაქართული მენტალიტეტის მატარებელი კანდიდატები. 98%-ით ანტიქართული მედია და ტელე სივრცე. აი ასე ვხვდებით ჩვენი დამოუკიდებლობის 30 წლის შემდეგ არჩევნებს. მოკლედ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ, მოეწონა ხალხის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს ცოცხები, გაუპატიურებები,მკვლელობები, ქონების წართმევები და ასე შემდეგ...
მოკლედ არ არის ჩვენი საშველი რა, არ ვიცი, ხსნაც არსაიდან სჩანს/ ჩვენ ხელისუფლებას ეტყობა მაგრად დაუქნიეს თითები ოკეანის გაღმიდან და ამათაც სხვა გზა აღარ აქვთ. ერთი უფლის იმედიღა დაგვრჩა, იქნებ რაიმე სასწაულით გადავრჩეთ იმ უბედურობებს რაც წინ გველოდება...
მგონი სერიოზულად გვაჟრიალებს...
ურეიტინგო, ხალხისათვის საძულველი ვაიპარტიები და მათი ბოღმითა და ღვარძლით სავსე მატყუარა და ლაჩარი, არაკაცი და არაქართული მენტალიტეტის მატარებელი კანდიდატები. 98%-ით ანტიქართული მედია და ტელე სივრცე. აი ასე ვხვდებით ჩვენი დამოუკიდებლობის 30 წლის შემდეგ არჩევნებს. მოკლედ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ, მოეწონა ხალხის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს ცოცხები, გაუპატიურებები,მკვლელობები, ქონების წართმევები და ასე შემდეგ...
მოკლედ არ არის ჩვენი საშველი რა, არ ვიცი, ხსნაც არსაიდან სჩანს/ ჩვენ ხელისუფლებას ეტყობა მაგრად დაუქნიეს თითები ოკეანის გაღმიდან და ამათაც სხვა გზა აღარ აქვთ. ერთი უფლის იმედიღა დაგვრჩა, იქნებ რაიმე სასწაულით გადავრჩეთ იმ უბედურობებს რაც წინ გველოდება..."