ფეისბუქ-მომხმარებელი ნანა აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს:
დღეს შაბათია და მხოლოდ მოქალაქე ვარ. მინდოდა დამესვენა სახლში,რომლის აშენებას 15 წელია ვცდილობთ 200 ოჯახი და ავაშენეთ კიდეც თვითონ.(ერთადერთი პრეცენდენტია თბილისში,როდესაც 10 კაციანი აქტივისტთა ჯგუფებით ამხანაგობამ თავად დაამთავრა მშენებლისგან მიტოვებული და 12 მილიონ შეჭმული კორპუსი) . რომ გვეგონა სიბერეს მაინც გავატარებდით მშვიდად,არაააა!!!
რაღაც პატარა გზა გვაქვს,ციცაბო და ვიწრო.იმით მივდივართ სახლებამდე.წესით ჩვენი ეზოა.ჯერ მეორე კორპუსი დაგვიმატეს ზედ--მაგათ თავის გზა ვერ გაიკეთეს, ზედ რაღაც ააშენეს და ასე თქვენს ეზოზე ივლიანო..ახლააააა????? ახლა კიდევ მეორე ცათამბჯენი--მაგათ გზა კი აქვთ,მაგრამ კორპუსის ქვემოთ სუპერმარკეტის საწყობის მიმღებს აკეთებენ და მასე სურთ იარონო.საქმე ისაა,რომ ამ ჩვენ,ვითომ ჩვენ გზას,რაღაც მიწის ნაგლეჯი ებმის--სახელმწიფოსი.ეს ნაგლეჯი შაგრენის ტყავივითაა,ოღონდ პირიქით.ვტკეპნით და ვაგანიერებთ,ვუვლით წლებია.თურმე სად ხარ,თურმე ვუშავებთ საკუთარ თავს.ახლა მთელი 400კვადრატი გამოვიდა და მაგას ვინ მოაცდენს? არიქა, სასწრაფოდ ყიდიან.ვიხვეწებით,ვწვალობთ,ცენტნერი ფურცელი დავწერეთ--არიქა სახლში ვეღარ შევალთ,ისედაც 800 ოჯახი დავდიოდით,ნუ დაგვღუპავთ,თან ნაყარი მიწაა და ჩაიშლებათქო.(საუბარია შარტავაზე მდებარე კორპუსზე და მის უკან გოთუას კლდის თავზე არსებულ რაღაც მიწაზე,რომელიც ახლა ჰგავს რაღაცას თორემ ეკალბარდებიანი კლდის თავი იყო)
დავდივართ აქედან იქეთ,იქედან აქეთ...ფურცლებით,თხოვნებით,კითხვებით... შენც არ მომიკვდე,არავინ გვცემს პასუხს --თუ გვეშველება რამე.სამაგიეროდ უკვე თვეებია გვესმის--ჩვენია ეგ ეკალბარდები,ჩვენიოოო,თქვენი გზაც ჩვენიაო, ეზოში რაც ჩადისო,ასეთია წესებიო.ამდენ იურიდიულ რაღაცას,ვითომ ახსნას ვისმენ და საბოლოოდ მაინც ვერ მივხვდი--ვიცხოვრებ თუ არა 15 წლის ბრძოლის შემდეგ კორპუსში,რომელსაც ცხოვრების მეოთხედი ნერვიულობა დასჭირდა? ბევრი ვერ მოესწო.(ზოგი ნერვიულიბისგან გარდაიცვალა.)მივალ თუ არა სახლამდე?ავარიაში ხომ არ მოვყვები 2,5 ნახევრიან გზაზე?ბავშვს ხომ არ დაეტაკება რამე,მაგალითად პეპსის მანქანა? გოთუაზე ხომ არ ავღმოვჩნდები მანქანიანად? სად წავიდე,წავიდე????
ყოველდღე ჩხუბია ეზოში,ვიღაც ვერ მიდის,ვერ მოდის,ვერ შედის და გამოდის...ეს ვითომ ჩვენი პატარა გზა და ის ვიღაც სხვისი ეკალ-ბარდები სრულიად სამყაროს მოსდომებია ამასობაში!! რისი კორონა,რაის გლობალური დათბობა,რის პოლიტიკა და რა მომავალი? სახლში ვერ შევდივართ სამი ჩხუბი თუ არ გავიარეთ, პატრული თუ არ გამოვიძახეთ,ბავშვები თუ არ გავაგიჟეთ...
#თბილისისმერია
#საქართველოსმდგრადიგანვითარებისდაეკონომიკისსამინისტრო
რა გახდა ეს 400 კვადრატი მიწის ნაგლეჯი 800 ოჯახს რომ არ შექმნოდა ამხელა პრობლემა?
დაზარალებულ ამხანაგობებს ვეხმარებითო და ესაა? თავად მოვეხმარეთ ჩვენ ჩვენ თავს.არ გვინდა არაფერი,სახლში გვინდა მივიდეთ, საწყობის მისასვლელად არ ვიქცეთ.რას ვაშავებთ ასეთს,რომ ეს ვერ დავიმსახურეთ?