კორონავირუსის კარანტინისთვის გამოყოფილი სასტუმრო ჩამოინგრა

კორონავირუსის კარანტინისთვის გამოყოფილი სასტუმრო ჩამოინგრა

უბედური შემთხვევა - ჩინეთში ის სასტუმრო ჩამოინგრა, რომელიც კორონავირუსის გამო, კარანტინისთვის გამოიყენებოდა.

ნანგრევებში ათობით ადამიანია მოყოლილი. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ჯერჯერობით უცნობია დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი.

სამაშველო ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს.