ნიღბით ქუჩაში სიარული აბსოლუტურად არასაჭირო და არაეფექტურია - თენგიზ ცერცვაძე

ნიღბით ქუჩაში სიარული აბსოლუტურად არასაჭირო და არაეფექტურია - თენგიზ ცერცვაძე

სამედიცინო ნიღბით ქუჩაში სიარული აბსოლუტურად არასაჭირო და არაეფექტურია, - ამის შესახებ განცხადებას ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აკეთებს.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ინფექცია არ გადაეცემა ჰაეროვანი გზით, რაც ნიშნავს, რომ ინფიცირებული პირის რაიმე სივრცეში მოხვედრის შემთხვევაში ის ინფექცია იმავე სივრცეში მყოფ სხვა პირებს არ გადაეცემათ.

რაც შეეხება წვეთოვანი გზით გადაცემას, ინფიცირებულ პირთან ახლო კონტაქტის შემთხვევაში ინფიცირების რისკს არსებობს.

„ამოფრქვეული ვირუსის ნაწილაკები სხვადასხვა საგნის ზედაპირზე ილექება, ტანსაცმელზე, მობილურზე, ყველაფერზე. საკმარისია, ჩვენ ისეთ ნივთს შევეხოთ, რომელსაც პაციენტი მოიხმარდა, ჩვენი ხელები დაინფიცირდება. შემდეგ მას მივიტანთ პირთან, თვალთან და მოხდება გადაცემა კონტაქტური გზით. კონტაქტური გზით ინფექციის გადაცემა თავიდან რომ ავიცილოთ, ამისთვის საჭიროა, ხელების ხშირი დაბანა. თუ არ არის ხელის დაბანის შესაძლებლობა, უნდა გამოვიყენოთ სადეზინფექციო ხსნარები. თუ საეჭვო პაციენტია, მაშინ საჭიროა ხშირი განიავება და სველი წესით დასუფთავება, - განაცხადა ცერცვაძემ „იმედთან".