ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
დღეს ბევრს საუბრობენ ნეოლიბერალიზმის კრახზე მთელს მსოფლიოში, მაგრამ ძალიან ცოტას - მის უმძიმეს, დამღუპველ შედეგებზე.
ერთი შეხედვით, თითქოს პარადოქსულია, მაგრამ ნეოლიბერალიზმმა ზიზღი, სიძულვილი და შიში, ე.ი.და „ფობია“ ადამიანის იდენტობად აქცია! თუმცა, თუ დავფიქრდებით, ამაში არაფერია მოულოდნენლი - როცა ნეოლიბერალიზმმა პოზიტიური თავისუფლება უარჰყო, რადგან საერთოდაც დღის წესრიგიდან მოხსნა ადამიანური ყოფიერების მთავარი შეკითხვა „თავისუფლება რისთვის?“, იდენტობას მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურობაღა, ანუ უარისმყოფლობა განსაზღვრავს. ყველგან თვალს ვადევნებთ ადამიანების ფრაგმენტაციას და საზოგადოებების დაშლა-დაყოფას იმისდა მიხედვით, ვინ რას უარყოფს! ამიტომაც თავ-თავიანთი ფობიების შესაბამისად ქსენოფობები ოკიოფობებს ებრძვიან, ჰომოფობები - სექსუალურ უმცირესობებს, რომლებიც თავის მხრივ სწორედ მათივე ფობიების გამო გახდნენ იდენტიფიცირებადი და ა.შ.
ეს ე.წ. „მულტიკულტურულობა“ სინამდვილეში იმითიღა მჟღავნდება - ვის რა და ვინ ეზიზღება და სძულს, რისა ან ვისი ეშინია - ამისდა მიხედვით "ლაგდება“ ადამიანის მიმართება გარემოსთან, სოციალური თუ პოლიტიკური კავშირები და ურთიერთობები. უარესიც - ლამის ყველა კულტურა და თანამედროვე ენაც სწორედ ფობისტური ხდება.
ფობისტური საზოგადოება და მსოფლიო - აი, ნეოლიბერალიზმის მთავარი შედეგი!
ჩვენს ქვეყანაში ეს მეტისმეტად თვალსაჩინოა - ნეოლიბერალიზმის ადეპტები, ნაცები ("ლიბერასტებს" რომ უწოდებს ხალხი, რაც თავისთავად ასევე „ფობისტური“ სახელია) უკიდურესი დემოფოები იყვნენ - მათ ხალხი, დემოსი სძაგდათ, ეშინოდათ მათი და მათი მმართველობა დემოკრატიას კია არა, "დემოფობიას" წარმოადგენდა. ბუნებრივია, მას შემდეგ რაც ხალხთან მაინც დამარცხდნენ, მათი ფანატიკური დემოფობია კიდევ უფრო მეტად გაცხოველდა, უფრო მეტად ავადმყოფური გახდა!ა მ დემოფობიას ლიბერალური ფრაზეოლოგიით, რაიმე პოზიტიურობით ვეღარ ნიღბავენ; თავიანთ უკიდურეს დესტრუქციას ნეგატიურად გაგებული, უარისმყოფლური თავისუფლებით (თავისუფლება ყველაფრისა და ყოველივესგან, მათ შორის კანონის, თუ ელემენტარული ეთიკის ნორმებისგანაც და ყოველგვარი სინდისისგანაც, რასაკვირველია) ვეღარ ამართლებენ.
მაგრამ ეს, ანუ „ნაცური იდენტობა“, როგორც ტოტალური დემოფობია, მხოლოდ ერთი მხარეა „ჰიბრიდული რეალობის“ უბედურებისა; მეორე მხარე - თავად ნაცურ ფობიაზე ასევე ფობიური რეაქციაა, რაც ასევე ზიზღსა, სიძულვილსა და შიშზე აღმოცენებული იდენტობაა: ნაცო-ფობია.
ბუნებრივია, „ქოცო-ფობიაც“ არსებობს, როგორც "ნაცო-ფობიის" სარკისებური ანარეკლი; რაღაც ისეთი ვითარება გვაქვს, სარკე სარკეში როცა უსასრულობამდე აირეკლავს ერთი-მეორეში ასახულ ფობიას - ამას კი ჯოჯოხეთი ჰქვია, სხვა არაფერი!
საუბედუროდ, მთელს მსოფლიოშიც იგივე სურათს ვხედავთ - იდენტობას ფობიები ადგენენ და არა „ფილიები“; უარესიც: თანამედროვე ენაში, სიტყვა „ფილია“, თუ სადმე დარჩა, სულ უფრო მეტად ნეგატიურ სიტყვათაწყობაში, რაც ფობიაზე უარეს უბედურებას გამოხატავს - "ნეკროფილია", "პედოფილია" და ა.შ.
სწორედ ესაა „ჰიბრიდული რეალობა“ ანუ „ჰიბრიდული ომი და მშვიდობა“: ფობიებით შეპყრობილი კაცობრიობა უბრუნდება იმ ველურ მდგომარეობას, რასაც ტომას ჰობსი „ომი ყველასი ყველას წინაააღმდეგ“ უწოდებს!
ამ სასტიკ, ფობისტურ მსოფლიოში ქართული მრავალჟამიერი, ე.ი. „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!“ - სულ უფრო ნაკლებად ისმის და ვინმემ რომც ძველებურად დააგუგუნოს, "მთავარი არხები" (ისინი მარტო საქართველოში არ არიან!) მაშინათვე ჩაახშობენ ქაჯური ყაყანით!