საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა განცხადება. მან დაადასტურა, რომ მეათე ინფიცირებული ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძეა.
ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დრომდე ბოქსირებულ განყოფილებაში 46 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. 17 პაციენტის პასუხებს ელოდებიან. ინფიცირებული 10 პაციენტიდან 9-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ გართულებები არ აღებიშნებათ. ერთის მდგომარეობა კი საშუალოზე მძიმეა თუმცა არ პროგრესირებს.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე 29 თებერვალს, მეოთხე კი 5 მარტს დადასტურდა. იმავე საღამოს კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 მარტს კი კორონავირუსი დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს დაუდგინეს.
4 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ვირუსით იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დაინფიცირდა. ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით 3491 ადამიანი ემსხვერპლა, 57389 კი გამოჯანრთელდა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.