პაატა იმნაძის განმარტება: რა შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ უმართავი სიტუაცია

პაატა იმნაძის განმარტება: რა შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ უმართავი სიტუაცია

რა შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ უმართავი სიტუაცია - ამის შესახებ „ფორმულას" ეთერში პაატა იმნაძე საუბრობს.

„ჩვენ მაშინ უნდა შეგვეშინდეს ქვეყანაში, როდესაც პირველი გადაცემიდან იქნება მეორე გადაცემა ამ გადაცემიდან მეორე და მესამეს მერე პრაქტიკულად, სიტუაცია ხდება უმართავი.

ჩვენთვის დღეს მთავარია პირველიდან მეორე გადაცემები მაქსიმალურად შევაკავოთ, რომ არ მოხდეს მეორედან მესამეზე გადაცემა. ეს არის ჩვენი ამოცანა, მაქსიმალურად შევძლოთ და ქვეყანაში გავაჩეროთ. არ დაგვემართოს ისე, როგორც დიდ ქვეყნებს დაემართათ - როცა ავად მყოფი ადამიანები იპოვეს და ვერ დაადგინეს მათი კონტაქტი ჩამოსულთან. ამ დროს რაიმეს გაკონტროლება და გაჩერება ძალიან საშიშია", - ამბობს იმნაძე.